თეგი: ოლექსი არესტოვიჩი

არესტოვიჩი: მარიუპოლში უკრაინის 36-ე ბრიგადამ ალყა გაარღვია და აზოვის ბატალიონს შეუერთდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი Facebook-ზე წერს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა მარიუპოლში რუსული ძალების ალყა გაარღვიეს და აზოვის ბატალიონს შეუერთდნენ. "მარიუპოლში, 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვედანაყოფებმა, რთული და ძალიან სარისკო მანევრის შედეგად, გაარღვიეს ალყა და აზოვის პოლკს შეუერთდნენ, რომელმაც პროფესიონალურად უზრუნველყო ეს ღონისძიება. შედეგები? 1. აზოვის ბატალიონმა არსებითი გაძლიერება მიიღო; 2. 36-ე ბრიგადა გადაურჩა განადგურებას და მიიღო დამატებითი სერიოზული შესაძლებლობები, ფაქტობრივად მიიღო მეორე შანსი; 3. ქალაქის მცველებმა, ახლა უკვე ერთად, სერიოზულად გააძლიერეს თავიანთი თავდაცვითი ტერიტორია; საერთო ჯამში, გაიზარდა და გაძლიერდა ქალაქის თავდაცვის სისტემა. აი რა ხდება, როდესაც ოფიცრები თავს არ კარგავენ და მტკიცედ ინარჩუნებენ ჯარების მართვის სადავეებს. მოდით ჩვენც არ დავკარგოთ. ჯარმა იცის რას აკეთებს", - წერს არესტოვიჩი. 11 აპრილს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია მარიუპოლში მებრძოლი საზღვაო ქვეითთა 36-ე დანაყოფის სახელით, რომ საბოლოო ბრძოლა ექნებათ, რადგან რესურსები იწურება.  შემდეგ, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟინმა განაცხადა, რომ ქვეყანა მარიუპოლის დასაცავად შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც აკეთებს და ქალაქის დამცველებთან კავშირზეა.  მოგვიანებით, მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშენკომ თქვა, რომ ინფორმაცია, თითქოს 36-ე საზღვაო ბრიგადა მარიუპოლის უკანასკნელი ბრძოლისთვის ემზადება, Facebook-ის ყალბ გვერდზე გავრცელდა. 1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

ოლექსი არესტოვიჩი: რამენაირად შევძლებდით დნესტრისპირეთის დაკავებას, მოლდოვას რომ ეთხოვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან საუბარში მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის უკრაინის მიერ დაკავების შესაძლებლობა  თეორიულად განიხილა. მისი თქმით, მოლდოვას დახმარება რომ ეთხოვა, უკრაინა სეპარატისტული რეგიონის დაკავებას შეძლებდა. „რამენაირად შევძლებდით [დნესტრისპირეთის დაკავებას]. ეს სუვერენული მოლდოვის ტერიტორიაა. საკუთარ თავს ვერ მივცემთ ასეთი განცხადების უფლებასაც კი. მხოლოდ მოლდოვის მხარის თხოვნის შემდეგ,“ – თქვა არესტოვიჩმა. არესტოვიჩმა ასევე განიხილა, თეორიულად შეეძლება თუ არა მოლდოვას დნესტრისპირეთის დაკავება და თქვა, რომ ამ შემთხვევაში "მოლდოვას შესაძლოა დიდი პრობლემები შეექმნას". მან ასევე დაამატა, რომ ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო გზაა მოლდოვასთვის  რუმინეთისთვისა და უკრაინისთვის დახმარების თხოვნა იქნება. "შეუძლიათ ჩვენც მოგვმართონ დასახმარებლად". – აღნიშნა არესტოვიჩმა. ოლექსი არესტოვიჩის  მოსაზრებას გამოეხმაურა კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი და აღნიშნა, რომ ეს "საკმაოდ პროვოკაციული" ნათქვამი იყო. სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. 25 აპრილს, დღის მეორე ნახევარში ტირასპოლში ე.წ. „სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს“ შენობაში აფეთქებები მოხდა, ხოლო 26 აპრილს კი, ტელეანძა ააფეთქეს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებები რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. დნესტრისპირეთში მომხდარი აფეთქებების გამო მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ უშიშროების საბჭო მოიწვია. მოლდოვის პრეზიდენტმა 26 აპრილს განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში დაძაბულობაა სხვადასხვა ძალას შორის, რომელთაც სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ. ამჟამად დნესტრისპირეთში 1400-მდე რუსი სამხედრო იმყოფება. 1990 წელს, ადგილობრივი სეპარატისტების მიერ დნესტრისპირეთის „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ გამოცხადებას, მოლდოვის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტი მოჰყვა. ინფორმაციისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა. ეს პირველი ოფიციალური დოკუმენტია, რომელშიც დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად იქნება მოხსენიებული. ასევე წაიკითხეთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დნესტრისპირეთი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონად გამოაცხადა დნესტრისპირეთში აფეთქებების სერიის შემდეგ, მოლდოვამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

ოლექსი არესტოვიჩი: ადამიანები, რომლებიც თავს „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად წარმოადგენენ, მე, ჩემს ცოლსა და შვილებს სიკვდილით გვემუქრებიან

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლი ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ მას და ოჯახს სიკვდილით ემუქრებიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „აზოვის“ მებრძოლების ცოლები და ნათესავები არიან. „მე და ჩემი მეუღლე უკვე მეორე დღეა, მუქარას ვიღებთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს „აზოვის“ მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად წარმოადგენენ. ამბობენ, რომ სიკვდილით დასჯა გვემუქრება, რომ მომკლავენ მე, ჩემს მეუღლეს და ჩემს შვილებს, რადგან ჩვენ ვსხედვართ კიევში და ვატყუებთ „აზოვს“, - აღნიშნა არესტოვიჩმა. ამასთან, არესტოვიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, არ იცის, რამდენად სანდოა ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები „აზოვის“ მებრძოლთა ნათესავები არიან და ამ ფაქტს გადამოწმება სჭირდება. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი არ თანხმდება შეთავაზებებს, მარიუპოლში უკრაინელი სამხედროების გადასარჩენად. 7 მაისს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად „აზოვსტალიდან“ ექიმებისა და დაჭრილი სამხედროების ევაკუაციას გეგმავს. 7 მაისს, უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების მიერ, ალყაში მოქცეული „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცის ევაკუაცია განხორციელდა. 10 მაისს, „აზოვსტალზე“ შტურმის შემდეგ, რიგი სამხედროების მდგომარეობა დამძიმდა. „აზოვის“ მეთაურებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ დაჭრილების ევაკუაციის პროცესი დააჩქაროს, რადგან მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ. „აზოვის“ მებრძოლები აცხადებენ, რომ მარიუპოლში მოქმედების ოთხი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ერთადერთი გზა ბრძოლაა. აცხადებენ, რომ უკრაინელი მებრძოლებისთვის ტყვეობა სიკვდილის ტოლფასია. როგორც ცნობილია, მარიუპოლი პირველი მარტიდან ალყაშია. აზოვსტალზე სამხედრო იერიში 1-ელი მაისიდან განახლა. 4 მაისს კი, რუსი სამხედროები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ამავე თემაზე „აზოვის“ პოლკის მეთაური: ვამაყობ ჩემი ჯარისკაცებით, რომლებიც არაადამიანურ ძალისხმევას დებენ, რომ მოწინააღმდეგე შეაკავონ აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე: არახამია და პოდოლიაკი მზად არიან, მარიუპოლში რუსეთის დელეგაციას ევაკუაციაზე ესაუბრონ  

მიხაილო პოდოლიაკი რუსეთთან მოლაპარაკებების განახლების პირობებს ასახელებს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გამოეხმაურა კრემლის განცხადებებს მოლაპარაკებების განახლების შესახებ და ის პირობები ჩამოთვალა, რომლითაც უკრაინა მზადაა, კვლავ დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამის შესახებ პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა. „ცეცხლის შეწყვეტა. Z- ჯარების გაყვანა. გატაცებული მოქალაქეების დაბრუნება. სამხედრო დამნაშავეების ექსტრადიცია. რეპარაციის მექანიზმი. უკრაინის სუვერენული უფლებების აღიარება. რუსულმა მხარემ კარგად იცის ჩვენი პირობები. პესკოვის უფროსს შეუძია, არ ინერვიულოს: მოვა დრო და ჩვენ ამ პირობებს ქაღალდზე ჩამოვწერთ“, - განაცხადა არესტოვიჩმა. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინამ „უნდა გაიგოს რუსეთის პირობები, დაეთანხმოს მას, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და ხელი მოაწეროს დოკუმენტს“. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებულ პირველ რუსი ჯარისკაცს 23 მაისს, უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა.

კრემლი უკრაინაში ატომური იარაღის გამოყენების საკითხს განიხილავს - არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ კრემლი უკრაინაზე ატომური დარტყმის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ, მან 11 ივლისს "Фейгин Live" ეთერში განაცხადა. პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა - BBC აშშ-ის პასუხი პუტინის მიერ „ბირთვული ძალების განსაკუთრებულ მზადყოფნაში“ მოყვანაზე მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვა, ამ დროისთვის ასეთ ნაბიჯს სიგიჟედ მიიჩნევს. „მე ვხედავ ზოგიერთ რუსულ დოკუმენტს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის. იქ საუბარი უკრაინაზე ატომურ დარტყმას შეეხება და ყველა თანხმდება, რომ ეს სიგიჟეა და ამის გაკეთება დაუშვებელია . ეს დისკუსია რუსეთის სამხედრო- პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში იმართება, - თქვა არსეტოვიჩმა.  რუსეთის ნაბიჯი ბირთვული იარაღის გამოყენების განზრახვაზე მიუთითებს? - BBC-ს ანალიზი

ოლექსი არესტოვიჩი: ოკუპანტებს მტკიცედ სურთ ყირიმი და დონბასი. მზად არიან, დათმონ ხერსონი

უკრაინაში ომი შესაძლოა, „საკმაოდ გრძელი ამბავი“ იყოს და გაგრძელდეს მომავალი წლის ზაფხულამდე, თუ საუბარია სრულ დეოკუპაციაზე. ეს ვარაუდი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა გამოთქვა. არესტოვიჩის თქმით, რუსეთს მოლაპარაკების დაწყება სურს და დაინტერესებულია, რაც შეიძლება მალე ჩართოს ამაში უკრაინა. „ჩვენ არ ვსაუბრობთ კაპიტულაციაზე, ამაზე მარტშიც არ იყო ლაპარაკი, მათ ნეიტრალური სტატუსი სურთ (არ შევიდეთ NATO-ში), მტკიცედ სურთ ყირიმი და დონბასი, მზად არიან, ხერსონი დათმონ, 100 %-ით ვარ დარწმუნებული, სანქციების მოხსნაც ძალიან სურთ“, - აღნიშნა არესტოვიჩმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი: ომის მეორე ეტაპი დაიწყო, გჯეროდეთ ჩვენი არმიის თავის მხრივ, პრეზიდენტის აპარატის უფროსის ანდრი იერმაკის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ომის აქტიური ფაზა ზამთრის დაწყებამდე დასრულდეს, რადგან ერმაკის თქმით, უკრაინის თბოენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების რისკები რჩება. „რუსეთის არმია აგრძელებს ჩვენს ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას. ეს მათი ერთ-ერთი მიზანია, არც მალავენ. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ გვინდა, მაქსიმალური ზომები მივიღოთ, რათა ომის აქტიური ფაზა შემოდგომის ბოლომდე დასრულდეს“, - განაცხადა იერმაკმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, ეს რთული და ამბიციური, თუმცა სასიცოცხლო მნიშვნელობის ამოცანაა. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დეოკუპაციის მიზანი მიღწეული იყოს. შესაბამისად, ამას ვუხსნით ჩვენს პარტნიორებსაც. ისინი იზიარებენ ჩვენს პოზიციას", - დაამატა იერმაკმა.

რატი ბრეგაძის შეფასებით, ოლექსი არესტოვიჩის განცხადება კრიმინალურ ხასიათს ატარებს

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის ოლექსი არესტოვიჩის განცხადება შეაფასა. „ზოგადად ნებისმიერმა ადამიანმა, მით უმეტეს ადამიანმა, რომელსაც აქვს იმის პრეტენზია, რომ ვინმეს რამე ურჩიოს, უნდა იცოდეს საერთაშორისო სამართალი. საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია ძალის გამოყენების აკრძალვა და ასევე მისი გამოყენების მუქარა. ამ ადამიანმა [ოლექსი არესტოვიჩმა] სავარაუდოდ, ამის შესახებ არაფერი იცის და ბუნებრივია, რაიმე სახის სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ საკითხზე რთული იქნება. უბრალოდ, კარგი იქნება, უფრო მეტად გაერკვეს საერთაშორისო სამართალში, საერთაშორისო ურთიერთობებში და მსგავსი ტიპის კრიმინალური განცხადებები აღარ გააკეთოს. საქართველო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დაუდგეს გვერდით უკრაინელ ხალხს დაწყებული ჰუმანიტარული დახმარებიდან საერთაშორისო ფორუმებში უკრაინის მხარდაჭერით დამთავრებული და ძალიან საწყენი და გაუგებარია მსგავსი ტიპის ადამიანისგან ასეთი განცხადების გაკეთება, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ არის კრიმინალური ხასიათის“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ IPN-ის ცნობით. შეგახსენებთ, ერთ-ერთი დისკუსიის დროს, ჟურნალისტის კომენტარზე, რომ საქართველოში 300 ათასი რუსი იმყოფება და 300 ათასი რუსი 3 მილიონი ქართველიდან, ანუ 10%, ქართველებისთვის დიდი პრობლემაა, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს: „ეს არის კატასტროფა, მითუმეტეს, პრორუსული მთავრობის გათვალისწინებით, რომელსაც არ აქვს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილებები და გაანადგურა ყველაფერი, რაც შექმნა სააკაშვილმა, სადაც კორუმპირებული პოლიცია, სადაც ყველაფერი იყიდება, როგორც თავად ქართველები ამბობენ და ა.შ. ეს, რა თქმა უნდა, ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების გადარჩენა, მოლდოვის გადარჩენა, სომხეთის გადარჩენა, ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ნაომარი ბიჭისა და გოგოსთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში. მშვიდობისმყოფელები, სტაბილიზაციური ოპერაციები, ჰუმანიტარული ოპერაციები და ა.შ.“.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინამ ომში გამარჯვებისთვის საჭირო ოთხი პირობა დაასახელა, რასაც დასავლეთი დაეთანხმა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვი განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომში გამარჯვების მიზნით, ოთხი პირობა ჩამოაყალიბა, რასაც დასავლეთი დაეთანხმა. „კოლექტიურმა დასავლეთმა მკაფიოდ განაცხადა, რომ უკრაინაში გამარჯვების კონტურებს თავად უკრაინა განსაზღვრავს, ხოლო დასავლეთის საქმე დახმარებაა. როგორც გერმანიის კანცლერმა აღნიშნა: თუ საჭირო იქნება, უკრაინის დახმარება გაგრძელდება ათწლეულები, ჩვენ მზად ვართ. ამაში ის არა ომის გაგრძელებას, არამედ ომის შემდგომ აღდგენას გულისხმობდა“, – განაცხადა ოლექსი არესტოვიჩმა. არესტოვიჩის თქმით, დასავლეთი უკრაინის გამარჯვების ოთხ პირობას განიხილავს. ესენია: უკრაინის ტერიტორიის სრული გათავისუფლება, სამხედრო დამნაშავეების გადაცემა, რეპარაციების გადახდა, პუტინი არ არის. ყველაფერი განსაზღვრულია, ყველაფერი მარტივია. ეს არის ის, როგორც მოვახდინეთ ჩვენ გამარჯვების ფორმულირება. დასავლეთში ამას ხელი მოაწერეს, რომ ჩვენ ამის მიღწევაში ყველანაირად დაგვეხმარებიან“, - განაცხდა ოლექსი არესტოვიჩმა.  

არესტოვიჩი: რუსული ჯარები არ ტოვებენ ხერსონს, ისინი უკრაინულმა ძალებმა განდევნეს

რუსული ჯარები არ ტოვებენ ხერსონს, ისინი უკრაინულმა ძალებმა განდევნეს. რუსული მედიის ცნობით, შოიგუმ, ოკუპირებული ხერსონიდან ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.  უკრაინა: რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონის რაიონში ხუთი ხიდი ააფეთქეს „რუსეთის ჯარის ხერსონიდან გაგდება მძიმე ბრძოლების, მოწინააღმდეგის თავდაცვის მეთოდურად გარღვევით, მძიმე, სისხლიანი შრომის შედეგად მოხდა. ძვირფასო ხერსონელებო, აი ჩვენ ვბრუნდებით, თქვენც ბრუნდებით... კეთილი იყოს თქვენი სახლში მობრძანება.  ბრძოლა მარჯვენა სანაპიროზე, გარკვეული დროის განმავლობაში ისევ გაგრძელდება. ამის შემდეგაც არ იქნება ვითარება მარტივი და სტაბილური“, - წერს არესტოვიჩი Facebook-ზე.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა და პოლონეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ოლექსი არესტოვიჩის თქმით, მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ნელ-ნელა კვდება. „ციხეში რომ მოკვდეს, მაშინ ყველა იტყვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოკლა. ეს გახდება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი შიდა პოლიტიკურ ბრძოლაში, პროვოკაციებამდე, მასობრივ არეულობამდე, რევოლუციებამდე და ა.შ.“, - აცხადებს არესტოვიჩი. მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 დეკემბრისთვის გადაიდო. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, -  განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროზე თავდასხმის შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა. „მინდა, ბოდიში მოვუხადო დაღუპულთა და დაშავებულთა ნათესავებსა და მეგობრებს. ასევე ყველა უკრაინელსა და არაუკრაინელს, რომელსაც ჩემი სიტყვები ასევე შეეხო“, - განაცხადა არესტოვიჩმა. მისი განცხადების ირგვლივ გამოწვეული სკანდალის გამო არესტოვიჩმა განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში დაგმობის ასეთი ტალღა შეიძლება გამოწვეული იყოს საზოგადოებაში არსებული ძლიერი დაძაბულობით, ან ორგანიზებული იყოს ბოტების ქსელის მიერ. მისივე განცხადებით, ეს არის საინფორმაციო ოპერაცია, რომელსაც ოპოზიცია რუსებთან ერთად ახორციელებს. შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, რასაც უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს რეაქცია მოჰყვა. მან 16 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკო შეფასებით, არესტოვიჩის განცხადება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.  

ოლექსი არესტოვიჩი თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ოლექსეი არესტოვიჩი, გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროზე თავდასხმის შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა არესტოვიჩის თანამდებობიდან გადადგომის ცნობებს უკრაინული მედიაც ადასტურებს. „დავწერე განცხადება თანამდებობიდან წასვლის შესახებ. მინდა ვაჩვენო ცივილიზებული ქცევის მაგალითი. პრინციპული შეცდომა - ნიშნავს გადადგომას", - წერს არესტოვიჩი. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა. შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც ბოლო მონაცემებით, 40-მდე ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, რასაც უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს რეაქცია მოჰყვა. მან 16 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკო შეფასებით, არესტოვიჩის განცხადება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.  

პრეზიდენტ ზელენსკის ოფისმა დააკმაყოფილა არესტოვიჩის განცხადება გადადგომის შესახებ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ადმინისტრაციამ, გადადგომის შესახებ პრეზიდენტის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის განცხადება მიიღო.  ოლექსი არესტოვიჩი თანამდებობიდან გადადგა ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა. მანამდე არესტოვიჩმა სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დნიპროში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში რუსული რაკეტის დარტყმის გარემოებების შესახებ დაუზუსტებელი განცხადება გააკეთა. ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროზე თავდასხმის შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროში რუსული რაკეტის უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოგდების შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა. შეგახსენებთ, 14 იანვარს რუსეთის ძალებმა ქალაქ დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. X-22 ტიპის რაკეტამ საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოანგრია, რასაც ბოლო მონაცემებით, 44 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო და დაცემისას აფეთქდა, რასაც უკრაინის რადას დეპუტატის ოლექსი გონჩარენკოს რეაქცია მოჰყვა. მან 16 იანვარს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. გონჩარენკო შეფასებით, არესტოვიჩის განცხადება სახელმწიფო ღალატის ტოლფასია.  

რუსეთი შეეცადა, გაევრცელებინა ინფორმაცია, თითქოს მე ვთქვი, რომ უკრაინა ომს წააგებს - არესტოვიჩი

რუსეთი შეეცადა, გაევრცელებინა ინფორმაცია, თითქოს მე ვთქვი, რომ უკრაინა ომს წააგებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა. ოლექსი არესტოვიჩმა ბოდიში მოიხადა და დნიპროზე თავდასხმის შესახებ მის განცხადებას სერიოზული შეცდომა უწოდა „პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ უკრაინა ომს არ წააგებს. მეორე – ომის მოგება უფრო რთული გახდა, რადგან პუტინს ძალიან არ სურს ამ ომის წაგება და დიდ ძალისხმევას ახორციელებს, რათა არ დამარცხდეს“, – განაცხადა არესტოვიჩმა. ცნობისთვის, 17 იანვარს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსი არესტოვიჩმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.